უკვე ერთი თვეა 74 წლის ელტონ ჯონი და მისი მეუღლე, 58 წლის დევიდ ფერნიში საფრანგეთში მოგზაურობენ. წყვილი ამჟამად ნიცაში, კრუიზში იმყოფება. ისინი არდადეგებს საკუთარ იახტაზე, მეგობრების გარემოცვაში ატარებენ.
ფოტო: 74 წლის ელტონ ჯონი მეუღლესთან ერთად რომანტიკულ მოგზაურობაში გაემართა
ლეგენდარული მუსიკოსი ჩვეულ სტილს არ ღალატობს. ის პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როდესაც „გუჩის“ ტანისამოსში გამოწყობილი იახტაზე ადიოდა. ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, 74 წლის ელტონს გადაადგილება უჭირს, რადგან კიბეებზე ასვლაში ვარსკვლავს რამდენიმე ადამიანი ეხმარებოდა.
რაც შეეხება მის მუსიკალურ კარიერას, ჯონი და ლედი გაგა ერთობლივ ტრეკზე მუშაობენ. „წლის კოლაბორაცია პროცესშია, წინ შოკისმომგვრელი დუეტი გველოდება“, – ასე აფასებენ არტისტების მომავალ ნამუშევარს.
„წლის კოლაბორაცია პროცესშია“ – ელტონ ჯონი და ლედი გაგა ახალ ტრეკზე მუშაობენ