LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წლის კოლაბორაცია პროცესშია“ – ელტონ ჯონი და ლედი გაგა ახალ ტრეკზე მუშაობენ

323
page

როგორც ცნობილია, ლედი გაგა და ელტონ ჯონი ახლო მეგობრები არიან, მათ გასულ წელს ერთობლივი ტრეკი, Sine From Above ჩაწერეს, რომელიც ლედი გაგას ალბომში, Chromatica შევიდა.

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 35 წლის ლედი გაგა და 74 წლის ლეგენდარული არტისტი, კიდევ ერთ, ერთობლივ სიმღერაზე იმუშავებენ. გამოცემა The Sun-ს ინსაიდერმა განუცხადა, რომ მათი ახალი, ერთობლივი ნამუშევარი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს და მომღერლების გულშემატკივრებს შოკში ჩააგდებს.

„წლის კოლაბორაცია პროცესშია, წინ შოკისმომგვრელი დუეტი გველოდება“, – აცხადებს ინსაიდერი. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

„დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს ქალიშვილს სხვა მამისგან“ –  ელტონ ჯონი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები