სერიალის „დინასტიის“ ვარსკვლავმა, ჯოან კოლიზმა მანჰეტენზე მდებარე სახლი 2 მილიონ დოლარად გაყიდა. სახლში 3 საძინებელი, 3 სააბაზანო, და 16 ტანისამოსის შესანახი ოთახია განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონება 87 წლის ვარსკვლავმა 2011 წელს 2.9 მილიონად შეიძინა, თუმცა მსოფლიო ბაზარზე პანდემიის გამო ფასები საგრძნობლადაა შეცვლილი.