რამდენიმე დღის წინ, ვენეციაში გამართული „დოლჩე და გაბანას“ „ალტა-მოდას“ პრეზენტაცია მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში მოექცა.
63 წლის წლის შერონ სტოუნმა სექსუალური დიდება დაიბრუნა – ვარსკვლავის საოცარი ფოტოსესია ვენეციაში
ამჯერად კი ტაბლოიდების ყურადღება ვენეციის ყოველწლიური, რიგით 78-ე კინოფესტივალისკენაა მიპყრობილი. ღონისძიებაზე უამრავ ვარსკვლავს შორის მოდელი 40 წლის ადრიანა ლიმაც იყო, რომელიც საზოგადოების წინაშე ახალ შეყვარებულთან ერთად პირველად გამოჩნდა.
მისი რჩეული პროდიუსერი, ანდრე ლემერსია. წყვილი ერთმანეთს ეხვეოდა, კოცნიდა და სახალხოდ არც გრძნობების გამოხატვას ერიდებოდა. შეუდარებელმა ადრიანამ წითელ ხალიჩაზე „ეტროს“ მბზინავი, წითელი კაბით გაიარა.
ტაბლოიდებს არ გამორჩენიათ მოდელის ოდნავ წამოზრდილი მუცელი, ფოტოების გავრცელების შემდეგ დასავლური მედია ლიმას შესაძლო ორსულობაზე ალაპარაკდა. ცნობისთვის, ადრიანას პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს.