LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „აფაზიის“ დიაგნოზის შემდეგ 67 წლის ბრიუს უილისი პაპარაცების ობიექტივში პირველად მოხვდა – მსახიობი მარტო სადილობს

207
page

გასულ თვეს 67 წლის ბრიუს უილისს „აფაზიის“ დიაგნოზი დაუსვეს. მას შემდეგ მსახიობი პაპარაცების ობიექტივში პირველად მოხვდა. „კერკეტი კაკალის“ ვარსკვლავი იტალიურ რესტორანში მარტო სადილობდა. მოგვიანებით მას უმცროსი ქალიშვილი შემოუერთდა. აღსანიშნავია, რომ ბრიუსი მშვენივრად გამოიყურებოდა. მას ლურჯი მასიური და ცისფერი ჯინსის შარვალი ეცვა.

აფაზია განაჩენი არ არის – ბრიუს უილისი დემი მურთან ცეკვავს – უახლესი ფოტოები და ვიდეო მსახიობის „ინსტაგრამიდან“

ცნობისთვის, უილისს მეტყველებისა და მახსოვრობის დაქვეითება აღენიშნება. დაავადების გამო მან სამსახიობო კარიერა დაასრულა. მას უამრავმა ვარსკვლავმა გამოუცხადა მხარდაჭერა. მათ შორის გახლავთ კოლეგები და მეგობრები, ჯონ ტრავოლტა და სილვესტერ სტალონე. მათ „ინსტაგრამზე“ ბრიუსთან გადაღებული საარქივო ფოტოები გაავრცელეს და არც ემოციური სიტყვები დაიშურეს.

ძალიან მაგარი ბიჭები „კერკეტ კაკალს“ ამხნევებენ – ჯონ ტრავოლტასა და სილვესტერ სტალონეს ემოციური „ინსტაგრამ“-პოსტები ბრიუს უილისზე

„აფაზიის დიაგნოზის შემდეგ ბრიუს უილისი პირველად გამოჩნდა – ფოტოების სერიას ემმა ჰემინგი ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები