რამდენიმე დღის წინ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ნიუ-იორკში, მედისონზე სეირნობისას გადაიღეს. წყვილი ბედნიერებას ასხივებდა. შეყვარებული ბენი ჯენიფერს გვერდიდან არ შორდებოდა, კოცნიდა და ეხვეოდა. მართალია, მათი ხილვა ახლა უკვე იშვიათობას აღარ წარმოადგენს, თუმცა წყვილი მაინც ახერხებს საზოგადოებაში აღტაცება გამოიწვიოს.
ბედნიერებისგან გასხივოსნებული „ბენიფერი“ ნიუ-იორკის ქუჩებში გადაიღეს
ახლახანს ინტერნეტსივრცეში „ბენიფერი“ ვოიაჟიდან ახალი ფოტოები გავრცელდა, რომლებმაც საზოგადოება აღაფრთოვანა. აფლეკი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში საყვარელი ქალის მიმართ ემოციებს ვერ იკავებს.
ჭეშმარიტი სიყვარული აახალგაზრდავებს – 52 წლის ჯეი ლო თინეიჯერივით გამოიყურება