გასულ კვირას ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის პირველი ერთობლივი ინტერვიუ გავრცელდა. ბენ აფლეკის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ ის ჯეი ლოთი აღფრთოვანებულია.
აღტაცება 49 წლის ბენს სახეზეც ეტყობა. ახლახანს წყვილი ნიუ-იორკში, მედისონზე სეირნობისას გადაიღეს. წყვილი ბედნიერებას ასხივებდა. ბენი ჯენიფერს გვერდიდან არ შორდებოდა, კოცნიდა და ეხვეოდა.
52 წლის ჯეი ლო საოცრად ფორმაში იყო. მას მწვანე ფერებში გადაწყვეტილი ორეული ამშვენებდა, რომელზეც ამავე ფერის პალტო ჰქონდა მოცმული.