38 წლის ვარსკვლავისა და სპორტული მოდის გიგანტის „ადიდასის“ კოლაბორაცია შედგა. ალბათ, ბიონსეს გარდა „ადიდასის“ ასე პრეზენტაბელურად და კრეატიულად წარდგენას სხვა ვერავინ შეძლებდა. ფოტოსესია საოცარი გამოვიდა, ერთგვარი კლასიკისა და თანამედროვე, ავანგარდული სტილის სრულიად ჰარმონიული შერწყმა. ფოტოები მომღერალმა ინსტაგრამის საშუალებით გაგვიზიარა. საბოლოო კოლექციის პრეზენტაცია კი 18 იანვარს შედგება.
ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ვარსკვლავისგან კიდევ უამრავ სიურპრიზს უნდა ველოდოთ.