LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ჭეშმარიტი სიყვარულია“ – 62 წლის მადონა 27 წლის შეყვარებულთან ერთად ველოსიპედით სეირნობს

182
page

62 წლის მადონა და მისი 27 წლის რჩეული, მოცეკვავე აჰლამალიკ უილიამსი ერთმანეთს ღიად უკვე ერთ წელზე მეტია რაც ხვდებიან, თუმცა მათი ნაცნობობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, რომანი კი 2018 წელს. ამ ხნის განმავლობაში უილიამსმა შესანიშნავად მოახერხა მადონას ოჯახთან დაახლოება. ისინი უკვე ერთად ცხოვრობენ და საერთო მომავალს სრული სერიოზულობით ეკიდებიან. მათ არც 35 წლიანი ასაკობრივი სხვაობა აღელვებთ.

ფოტო: 62 წლის „სკოლის მოსწავლე“ - მადონასა და მისი შეყვარებულის ვოიაჟი და ფრანგული ამბორის ვიდეო, რომელმაც ინტერნეტი ააფეთქა

მან არჩევანი თინეიჯერულ „ლუქსზე“ შეაჩერა, მას თეთრი „შლაქსი“ შავი სვიტერი და თეთრი ჟილეტი ეცვა, ეხურა დიდი ზომის ქუდი, რომელსაც მზის სათვალე და დაწნული თმა შეუხამა

სულ ცოტა ხნის წინ წყვილი მადონას მამის, სილვიო ჩიკონეს 90 წლის იუბილეზე, მიჩიგანის შტატში იმყოფებოდა. ახლა კი ნიუ-იორკში ახლად ჩამოსული შეყვარებულები ველოსიპედით სეირნობის დროს გადაიღეს. მადონას შორტი და ვარდისფერი მოსაცმელი ამშვენებდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა.

„ეს ჭეშმარიტი სიყვარულია“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პოპ-ვარსკვლავის „ინსტაგრამ“ გვერდზე გავრცელებულმა ფოტოებმა საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 62 წლის მადონა ბიუსტჰალტერით პოზირებს და იდეალურად გამოიყურება. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ პოპის დედოფალი ინსტაგრამ ფილტრებს იყენებს, თუმცა დაგვეთანხმებით ალბათ, რომ მადონა პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოებშიც შესანიშნავად გამოიყურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები