LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ეს მართლაც საზარელი ადგილია“ – „ინდიანა ჯონსის“ დასკვნითი ნაწილის გადაღებები იწყება

122
Untitledg

78 წლის მსახიობი, ჰარისონ ფორდი ლეგენდარული ,,ინდიანა ჯონსის” როლს კვლავ მოირგებს. საფინალო, მე-5 ფილმს „დისნეი“ გადაიღებს. მისი რეჟისორი კი ფრენკ მარშალი იქნება.

ფოტო: 78 წლის ჰარისონ ფორდი ,,ინდიანა ჯონსის” მე-5 ფილმში გადასაღებად ემზადება – მსახიობი ჩოგბურთის კორტებზე დააფიქსირეს

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ გადაღებები მომდევნო კვირას, ინგლისის ერთ-ერთ სოფელში, ბამბურგში მდებარე მისტიკურ სასახლეში დაიწყება.

ლეგენდარული არქეოლოგო, ინდიანა ჯონსი და მისი თანაშემწეები შუა საუკუნეებში გარდაცვლილი „ვარდისფერი ქალბატონის“  ისტორიას იძიებენ, თქმულების თანახმად, მისი სული სასახლეში დღემდე დაიარება.

„ეს სასაცილოდ ჟღერს, თუმცა გადაღებების დაწყებამდე ყველა ამ სულის შესახებ საუბრობს, ეს მართლაც საზარელი ადგილია“, – აცხადებენ ინსაიდერები.

ფილმის გამოსვლა 2022 წლეს იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები