LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: გვინეტ პელტროუ და მისი 16 წლის ქალიშვილი ერმანეთის ტანისამოსს იცვამენ

245
40352096-0-image-a-36-1615488168560

გვინეტ პელტროუსა და Coldplay-ის ფრონტმენს, კრის მარტინს ორი შვილი, 16 წლის ქალიშვილი და 14 წლის ვაჟი ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი განქორწინებულია, ისინი შესანიშნავ ურთიერთობაში იმყოფებიან. გვინეტი კრისის საცოლესთან, დაკოტა ჯონსონთანაც მეგობრობს.

ახლახანს, 48 წლის გვინეტმა გამოცემა People-ს ინტერვიუ მისცა, სადაც გამოტყდა, რომ ის და მისი ქალიშვილი, ეფლი ერთმანეთის ტანისამოსს ხშირად იცვამენ.

„ხან მე ვიღებ მისი კარადიდან რაიმეს, ხანაც ის. ეფლი მაკიაჟის შესახებ უამრავ რჩევას მაძლევს“, – აცხადებს გვინეტი.

მისი თქმით, 16 წლის გოგონას გაცილებით მეტი გამოცდილება აქვს მაკიაჟში, ვიდრე მას.

აღსანიშნავია, რომ გვინეტი და ეფლი ერთმანეთს გაჭრილი ვაშლებივით ჰგვანან. ინტერნეტში დედა-შვილის ერთად გამოჩენას მუდამ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ხოლმე.

ფოტო: გვინეტ პელთროუს 16 წლის ქალიშვილი დედის ასლია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები