ქართული ბრენდები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ცოტა ხნის წინ, „ტესლას” დამფუძნებლის, ელონ მასკის დედამ, ანუკი არეშიძის ვარდისფერი კაბა მოირგო. გასულ კვირას, რეალითი შოუს ვარსკვლავი, 40 წლის კიმ კარდაშიანი ქართული ბრენდის, MACH & MACH-ის ფეხსაცმლით გამოჩნდა.
ახლა კი „ბალენსიაგას“ კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ საკუთარ „ფეისბუქზე” უახლესი ფოტო გაავრცელა. ჰიპ-ჰოპ არტისტი, Cardi B დემნას კოლექციების პირველი სელებრითი სახე გახდა.
ქარდი სრულიად შიშველი დგას, მას უახლესი კოლექციიდან რკინის ქალამნები აცვია.