LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კიმ კარდაშიანი ქართული ბრენდის ფეხსაცმლით გამოჩნდა

718
page

რეალითი შოუს ვარსკვლავი, 40 წლის კიმ კარდაშიანი ქართული ბრენდის, MACH & MACH-ის ფეხსაცმლით გამოჩნდა. ვარსკვლავმა „ინსტაგრამის სთორიში” 205-მილიონ გამომწერს ფოტოები გაუზიარა, სადაც ქართული წარმოების ფესაცმლით პოზირებს, ფოტოზე კი ბრენდის გვერდი მონიშნა.

ცნობისთვის, ქართული ბრენდი MACH & MACH ექსპორტზე როგორც ევროპაში, ასევე აზიაში გადის. ის ქალის სამოსის ხაზს, ფეხსაცმელებს, სათვალეს და ჩანთებს აწარმოებს. ის ვარსკვლავების დიდ მოწონებას იმსახურებს. ბრენდის ტანისამოსი კეტი პერიმ და კაილი ჯენერიმ მოირგეს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by MACH & MACH (@machandmach)

ცნობისთვის, ქართული ბრენდები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ცოტა ხნის წინ, „ტესლას” დამფუძნებლის, ელონ მასკის დედამ, მაია, ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი კაბით გამოჩნდა. ერთ-ერთ ფოტოში მას ანუკი არეშიძის ვარდისფერი კაბა აცვია.

ფოტო: ელონ მასკის დედამ, მაიამ ანუკი არეშიძის კაბა მოირგო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები