LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: რობი უილიამსს Covid-19 დაუდასტურდა, ნახეთ სად ატარებს ვარსკვლავი იზოლაციის პერიოდს

159
Untitledd

46 წლის ბრიტანელ მომღერალს, რობი უილიამსს Covid-19 დაუდასტურდა. როგორც ჩანს, არტისტს კორონავირუსი იოლ ფორმებში გადააქვს, თუკი გგონიათ, რომ ვარსკვლავი “კოვიდ სასტუმროში” მოათავსეს, ბუნებრივია ცდებით. რობიმ გადაწყვიტა თვითიზოლაციის პერიოდი კარიბის ზღვის სანაპიროზე, სენ-ბარტის კუნძულზე, ფეშენებელურ სახლში გაატაროს.

სახლის ქირაობის ფასი დღე-ღამეში 20 500 დოლარს შეადგენს. არტისტი აპარტამენტებში მეუღლესთან, აიდა ფილდთან და 4 შვილთან ერთად იმყოფება.

ბუნებრივია, ვილაში ყველაფერია, რაც კი შეიძლება ადმიანს მოესურვოს. სახლში 6 საძინებელი ოთახი, მყუდრო სატუმრო, უზარმაზარი ტერასა, ღია საცურაო აუზი და საკუთარი ბარია განთავსებული და რაც მთავარია, სახლს საოცარი ბუნება არტყამს გარს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები