ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა გასული უქმეები ოჯახურ შოპინგს დაუთმეს. წყვილი შვილებთან ერთად ბევერლი-ჰილსზე იმყოფებოდა. მათ თან ბენის დედაც ახლდათ.
ფოტო: სიყვარულით გასხივოსნებული “ბენიფერი” სრული შემადგენლობით – წყვილი შვილებთან ერთად გადაიღეს
მანამ, სანამ ჯეი ლო საყიდლებით იყო გართული, ბენი მის შვილებთან ერთად იმყოფებოდა. 49 წლის ბენი საოცრად მზრუნველად ექცეოდა ჯეი ლოს 13 წლის ვაჟს, ამ დროს კი ემმა და ბენის ვაჟი ერთად მისეირნობდნენ. დიდი ოჯახი ბედნიერად გამოიყურებოდა. ტაბლოიდების განცხადებით, ეს იყო დიდი, ოჯახური შოპინგი, ისინი საახალწლო საჩუქრების ასარჩევად იმყოფებოდნენ.
ფოტო: მაღაზიაში განმარტოებული „ბენიფერი“ პაპარაცებმა გამოიჭირეს