უქმეები ბენ აფლეკმა და ჯეი ლომ საყიდლებს დაუთმეს, წყვილს თან ჯენიფერის 13 წლის შვილი, ემმა ახლდა. ისინი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ოპტიკის მაღაზიაში გადაიღეს, სადაც გოგონასთვის სათვალეს არჩევდნენ.
როდესაც მზრუნველმა დედამ ქალიშვილისთვის შესაფერისი სათვალე აარჩია, გულისწორთან განმარტოება მოინდომა. პაპარაცებმა წყვილი მაშინ დააფიქსირეს, როდესაც მაღაზიის საპირფარეშოში ერთმანეთს ვნებიანად კოცნიდნენ.
საყიდლებისთვის ჯეი ლომ ნაცრისფერი პალტო და თავისუფალი სტილის შარვალი მოირგო, ბენს კი კრემისფერ ჟაკეტზე, ნაცრისფერი მანტო ეცვა.