ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი 17 წლიანი განშორების შემდეგ კვლავ ერთად არიან, მათი რომანი მიმდინარე წლის დასაწყისში განახლდა. ამ თვეების განმავლობაში ჩვენ „ბენიფერის“ არაერთი შთამბეჭდავი ფოტო ვიხილეთ, თუმცა, წყვილს თავიანთი ურთიერთობის შესახებ ღიად არ უსაუბრია. და აი, 49 წლის ბენმა გამოცემა WSJ-ს დეკემბრის გარეკანი დაამშვენა, არაერთი დახვეწილი იმიჯი მოირგო და გულისწორზეც ალაპარაკდა.
პაემანზე, მაგიდის რიგში მომლოდინე „ბენიფერი“ აცეკვდა – ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს
ასეთია ჭეშმარიტი სიყვარული – „ბენიფერის“ უახლესი ფოტოები, რომელთაც თვალს ვერ მოწყვეტთ
„ეს საოცრად ლამაზი და ამაღელვებელი ისტორიაა, ერთხელაც მე ამას მოვყვები, დავწერ და შემდეგ შეიძლება დავწვა კიდეც ფურცელი. ცხოვრების ამ ეტაპზე ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც უნდა ვიყო, ნამდვილი, რეალური, გულწრფელი. მე ვისწავლე, რომ არის რაღაცეები, რაც სხვას არ უნდა გაუზიარო, თუმცა მაინც ვიტყვი, რომ მე ახლა ბედნიერი ვარ“, – აცხადებს ბენი.