LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაემანზე, მაგიდის რიგში მომლოდინე „ბენიფერი“ აცეკვდა – ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

763
page

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი პაპარაცებმა ბევერლი-ჰილსზე, პაემანზე გადაიღეს. რესტორანთან, მაგიდის რიგში მომლოდინე წყვილი საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ჯეი ლოს პაპარაცების ხილვა სულაც არ ესიამოვნა, მაგრამ მას ხომ გვერდით ბენი ჰყავდა, მან საყვარელი ქალი მკერდში ჩაიხუტა და რაღაცას ეჩურჩულებოდა, მათი ნელი, რიტმული მოძრაობები ცეკვას წააგავდა.

რაც შეეხება ჯეი ლოს ჩაცმულობას, მას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და კრემისფერი პალტო ამშვენებდა. ბენს კი მუქ ფერებში გადაწყვეტილი პიჯაკი ეცვა.

ფოტო: პაპარაცების გადამეტებული ყურადღებით შეწუხებული ბენ აფლეკი სატრფოს ხელს არცერთი წუთით არ უშვებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები