LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: პაპარაცების გადამეტებული ყურადღებით შეწუხებული ბენ აფლეკი სატრფოს ხელს არცერთი წუთით არ უშვებს

415
page

გასული კვირის ბოლოს, ჯენიფერ ლოპესი სპეციალურად ჩაფრინდა ლოს-ანჯელესში, რათა „მადლიერების დღე“ ბენ აფლეკთან ერთად გაეტარებინა. ზოგადად, ბოლო პერიოდში, 52 წლის ჯეი ლოს საკმაოდ დატვირთული განრიგი აქვს. ის ახლა ფილმში „დედა“ იღებს მონაწილეობას, თუმცა, მკაცრად გაწერილ გრაფიკში ადგილი გულისწორისთვის მუდამ მოიძებნება.

ფოტო: შეხვედრა სატრფოსთან – ჯეი ლო ბენს „მადლიერების დღის“ აღსანიშნავად მაიამიდან ლოს-ანჯელესში ესტუმრა

წყვილი ლოს-ანჯელესის ქუჩებში დღესასწაულის მეორე დღეს გადაიღეს. ისინი ხელჩაკიდებულები, ხმისჩამწერი სტუდიისკენ მიემართებოდნენ. ბენი პაპარაცების ობიექტივში საკმაოდ მკაცრი მზერით მოხვდა. ფაქტია, ბოლო პერიოდში წყვილს რეპორტიორების გადამეტებული ყურადღება აღარ სიამოვნებს.

ფოტო: უმაკიაჟო ჯეი ლო და ყოველდღიურ სტილში გამოწყობილი ბენი – „ბენიფერს “ პაპარაცების დანახვა აღარ სიამოვნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები