LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: საქმიანი „ბენიფერი“ – ჯეი ლო და ბენი სასიყვარულო ბუდეს ძიებაში

4093
page

მას შემდეგ, რაც ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის განახლებული რომანი დადასტურდა, დასავლურმა მედიამ მრავალჯერ გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წყვილი უკვე ერთობლივ მომავალს გეგმავს და ლოს-ანჯელესში სახლის ყიდვასაც აპირებს.

ფოტო: „ბენიფერი“ სახლს ყიდულობს – ნახეთ ვარსკვლავური წყვილის ახალი სასიყვარულო ბუდე

როგორც ჩანს, წყვილი სასიყვარულო ბუდეს აქტიურად ეძებს და მაქსიმალურად ცდილობს მომავალი სახლი სრულყოფილი იყოს. ამჯერად ბენი და ჯეი ლო ლოს-ანჯელესის გარეუბანში სახლის ძიების პროცესში გადაიღეს. ისინი მანქანაში ისხდნენ და სერიოზული სახით ბჭობდნენ და ყურადღებით ათვალიერებდნენ შემოგარენს.

ბოლო გაჩერება „ტოლუკას“ ტბის სანაპიროზე, ბობ ჰოუპის ვილა იყო, რომლის ღირებულებაც 40 მილიონი დოლარია.

ფოტო: „მესამე ზედმეტია“ – „ბენიფერი“ და მეტ დეიმონი მალიბუს სანაპიროზე გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები