LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შავი პანტერა“ თეთრებში – ნაომი კემპბელის პომპეზური გამოჩენა და ფეხსაცმელი, როგორიც ჯერ არასდროს გვინახავს

9145
page

ბოლო დღეების განმავლობაში 51 წლის ტოპ-მოდელმა, ნაომი კემპბელმა საზოგადოების ყურადღება არაერთხელ მიიპყრო, ის ჯერ ახალგაზრდა მამაკაცთან პაემანზე გადაიღეს, შემდეგ კი „მეთ გალაზე“ დედოფლური, იასამნისფერი კაბით გამოჩნდა.

ფოტო: ახალგაზრდა მამაკაცზე შეყვარებული ნაომი კემპბელი სენსაციური კაბით გამოჩნდა – ლეგენდარული 51 წლის ტოპ-მოდელის დედოფლური იმიჯი

„ნაომის შვილის მამა?“ – 51 წლის კემპბელი მამაკაცთან მრავალი წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა

სულ ცოტა ხნის წინ ნაომი დიზაინერთან, ფილიპ ტრეისისთან ერთად, ნიუ-იორკის ქეჩებში დააფიქსირეს. „შავი პანტერა“ თეთრებში იყო გამოწყობილი. მისმა პომპეზურმა გამოჩენამ, ბუნებრივია, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ნაომის „სკიაპარელის“ თეთრი კაბა ეცვა, რომელსაც ოქროსფერი დეტალები ამშვენებდა. აღნიშნულ „ლუქს“ ლეგენდარულმა მოდელმა თეთრი ქუდი და ამავე ფერის ბეწვის მოსასხამი შეუხამა. ორიგინალური იყო მისი ფეხსაცმელი, ის თეთრ და ოქროსფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები