LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ახალგაზრდა მამაკაცზე შეყვარებული ნაომი კემპბელი სენსაციური კაბით გამოჩნდა – ლეგენდარული 51 წლის ტოპ-მოდელის დედოფლური იმიჯი

3672
page

ნიუ-იორკში ყოველწლიური ღონისძიება, The Prince’s Trust Gala გაიმართა. საღამოს დედოფალი 51 წლის ტოპ-მოდელი, ნაომი კემპბელი იყო, რომელმაც ღია იასამნისფერი საღამოს კაბა მოირგო. ის სადღესასწაულო კაბაში დედოფალივით გამოიყურებოდა. აღნიშნულ „ლუქს“ „შავმა პანტერამ“, ამავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ნაომი კემპბელისა და ახალგაზრდა ნიქსონ მირმანის ფოტოები გავრცელდა. ისინი სავახშმოდ იყვნენ, გვიან ღამით კი რესტორანი ერთად დატოვეს. მას შემდეგ ინტერნეტსივრცეში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა მათი ურთიერთობის შესახებ. ინსაიდერების განცხადებით, ნაომი ახალგაზრდა, სიმპათიურ მამაკაცზე თავდავიწყებითაა შეყვარებული და ვინ იცის,  იქნებ სწორედ ის გახლავთ მისი ქალიშვილის მამა.

„ნაომის შვილის მამა?“ – 51 წლის კემპბელი მამაკაცთან მრავალი წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა

ფოტო: „ის ჩემი ქალიშვილია“ – ნაომი კემპბელმა ქალიშვილთან ერთად „ვოგის“ გარეკანი დაამშვენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები