როგორც ცნობილია, ირლანდიელი მომღერლის, შინეიდ ო’კონორის 17 წლის შვილი გარდაცვლილი იპოვეს. მან თავი ჩამოიხრჩო. 55 წლის შინეიდი შვილის გარდაცვალებიდან მალევე კლინიკაში გადაიყვანეს, მას პანიკური შეტევები ჰქონდა. ის აცხადებს, რომ შვილის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია.
„ჩემი ბიჭის გარეშე დაკარგული ვარ“ – შინეიდ ო’კონორი კლინიკაში გადაიყვანეს
17 წლის შეინი დუბლინში დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიალი ინდუისტური წესით ჩატარდა, მას ოჯახის ახლობელი, 50 ადამიანი ესწრებოდა. დაკრძალვაზე შინეიდი ვარდისფერ ორეულში გამოჩნდა.