LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაე ირლანდიურ სახელმწიფოს ღმერთმა მიუტევოს“ – შინეიდ ო’კონორის 17 წლის შვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – ახალი დეტალები და უკანასკნელი ფოტო

15641
page

როგორც ცნობილია, ირლანდიელი მომღერლის, შინეიდ ო’კონორის 17 წლის შვილი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ მომღერალმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

ჩემმა ვაჟმა გადაწყვიტა დაესრულებინა მიწიერი ბრძოლა დღეს და ახლა ის ღმერთთანაა – გაუჩინარებიდან 2 დღეში, შინეიდ ო’კონორის 17 წლის შვილი გარდაცვლილი იპოვეს

სულ ცოტა ხნის წინ ახალი დეტალები გახდა ცნობილი, 55 წლის შინეიდმა განაცხადა, რომ მისმა ვაჟმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მან თავი ჩამოიხრჩო მას შემდეგ, რაც სარეაბილიტაციო კლინიკიდან გაუჩინარდა.

„მე ამოვიცანი ჩემი შვილის სხეული, დაე ირლანდიურ სახელმწიფოს ღმერთმა მიუტევოს, იმიტომ რომ მე ამას არასდროს გავაკეთებ“,– აცხადებს ო’კონორი.

რა იგულისხმა არტისტმა აღნიშნულ სიტყვები, ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები