ცოტა ხნის წინ 90-იანი წლების ყველაზე მოთხოვნადი მოდელი, ნაომი კემპბელი პოდიუმს დაუბრუნდა. ინტერნეტსივრცეში ვარსკვლავის არაერთი გლამურული ფოტო გავრცელდა, სადაც მოდელი ბრწყინვალედ გამოიყურება.
ახლახანს „შავი პანტერა“ „პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში გამართულ დეფილეზე გამოჩნდა. მას შავი ტანისამოსი ამშვენებდა. პოდიუმზე თავისუფლად მოსეირნე კემპბელს მბრწყინავი ტოპი, პიჯაკი, შარვალი და ლაბადა ეცვა.
51 წლის მოდელმა ყველას დაუმტკიცა, რომ ის კვლავინდებურად პოდიუმის დედოფალია.
ნაომი კემპბელი, კარლა ბრუნი და სხვა ცნობილი მოდელები „ბალმეინის“ 10 წლის გრანდიოზულ იუბილეზე
https://www.youtube.com/watch?v=A-voUqaZ0DM