როგორც ცნობილია, 61 წლის მსახიობი და რეჟისორი, შონ პენი უკრაინაში იმყოფება. ის საბრძოლო მოქმედების დაწყებისთანავე ჩავიდა ცხელ ზონაში და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს.
61 წლის შონ პენი ფრონტის ხაზთან უკრაინელ მებრძოლებს გადამღებ ჯგუფთან ერთად შეუერთდა
სულ ცოტა ხნის წინ ახალი ინფორმაცია გავრცელდა, პენი პერიოდულად „ტვიტერის“ საშუალებით საზოგადოებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უყვება და საკუთარ განვლილ გზას აღწერს. პენი ამბობს, რომ დათქმულ პუნქტამდე მისასვლელად მანქანის მიტოვება და კილომეტრების გავლა მოუწია, გზაში კი ქალაქიდან გამოქცეული ქალები და ბავშვები ხვდებოდნენ.
„მანქანები გადავსებული იყო ქალებითა და ბავშვებით, ერთადერთი რაც მათ გააჩნდათ, ეს ავტომობილი იყო, სხვა მათ არაფერი ჰქონდათ“, – ჰყვება პენი.
„ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი მომენტი დადგა“ – ქსენია სობჩაკის ინტერვიუ შონ პენთან ცხელი ზონიდან
Whether it is a op or not. He has more balls than most politicians. #SeanPenn pic.twitter.com/mAX89OIZUF
— Big Fish (@BigFish3000) February 26, 2022
#SeanPenn has been on the ground in Ukraine to shoot documentary. He’s been a unique actor-star who actively uses his voice (influence, power) for social, political,health & humanitarian causes successfully. Penn is not role a model in these terms rather an unconventional actor. https://t.co/ew2jrxNaMH
— By Sultan Gencer (@yesilcamcinemas) February 28, 2022