17 თებერვალს, ყველაზე „ქერა“ პოპ-ვარსკვლავსა და მოდელს, პერის ჰილტონს 40 წელი შეუსრულდა. აღნიშნული დღე ვარსკვლავმა განსაკუთრებულად აღნიშნა, ის შეყვარებულზე, კარტერ რეუმზე დაინიშნა.
„როდესაც შენს მეორე ნახევარს პოულობ, ამის შესახებ არამხოლოდ იცი, არამედ ამას გრძნობ“, – ასე დაასათაურა ვიდეო პერისმა, რომელიც „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
„ჩვენი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. მე მქონდა უნიკალური შესაძლებლობა გამეცნო ნამდვილი პერისი და საკუთარ თავს იღბლიან ადამიანად ვთვლი“, – აცხადებს რეუმი.
ცნობისთვის, ვარსკვლავურმა წყვილმა ერთმანეთი კლიპ Heartbeat-ის გადაღების დროს, 2006 წელს გაიცნო, მათი რომანი კი 2019 წელს დაიწყო.