LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით ახალი „კენი“ – რაიან გოსლინგი უახლესი ფოტო ,,ბარბის” გადასაღები მოედნიდან

290
Untitled.pngerrere

რაიან გოსლინგი და მარგო რობი ახალ ფილმში „ბარბი“ ერთად გამოჩნდებიან. 41 წლის ოსკაროსანი მსახიობი „კენის“ როლს მოირგებს, 31 წლის მარგო კი „ბარბის“ როლში მოგვევლინება.

სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოები გავრცელდა. რაიანს 90-იანი წლების სტილში აცვია და ის მართლაც ჰგავს ბარბის თოჯინა „კენს“. მას შიშველ სხეულზე ჯინსის ჟილეტი აცვია და თმა ღია ვარდისფრად აქვს შეღებილი.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოვა ფილმი, თუმცა უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რაიანი და მარგო საკულტო თოჯინების როლში მართლაც შესანიშნავად გამოიყურებიან.

იშვიათი ფოტო – ევა მენდესი და რაიან გოსლინგი შვილებთან ერთად

ტოსკანის მზის ქვეშ – მარგო რობისა და მისი ბრიტანელი მეუღლის რომანტიკა იტალიაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები