„გრემის“ მფლობელმა ბრიტანულმა ჯგუფმა, Gorillaz პროექტის Song Machine პირველი ნაწილი Strange Timez გაავრცელა. ის ბენდის რიგით მეშვიდე ალბომია. ნამუშევარში 11 კომპოზიცია ერთიანდება.
სტუდიურ ჩანაწერში, კოლექტივთან ერთად, ისეთი არტისტები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: ელტონ ჯონი, რობერტ სმიტი, პიტერ ჰუკი და სხვები…
პრემიერა: 2020 წლის ყველაზე უჩვეულო კოლაბორაცია - Gorillaz-მა და ელტონ ჯონმა ერთობლივი კლიპი გამოუშვეს
ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ კომპოზიციასა და კლიპზე მუშაობა დისტანციურად შედგა
შეგახსენებთ, Gorillaz დეიმონ ალბარნიმ და ჯეიმი ჰიულეტნმა 1998 წელს შექმნა. აღსანიშნავია, რომ ვირტუალური ბენდის წევრები ყოველ კლიპში ანიმაციური პერსონაჟები არიან. 2001 წელს გამოცემული ალბომი Gorillaz, 6 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა და კოლექტივი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანა.