ილონ მასკმა განაცხადა, რომ თავის Cybertruck-ს 2023 წელს გამოუშვებს. მან აღნიშნა, რომ აღტაცებულია Cybertruck-ით და მას კომპანიის საუკეთესო პროდუქტად მიიჩნევს.
ელექტრო მანქანების კომპანიამ Cybertruck, რომელსაც მასკმა „ჯავშნიანი მანქანა მომავლიდან“ უწოდა, პირველად 2019 წელს წარადგინა, თუმცა როდის მივა პროდუქტი მომხმარებლამდე, ჯერჯერობით უცნობია, რადგან კომპანიამ გამოშვების თარიღი არაერთხელ შეცვალა.