გასული თვის ბოლოს ირინა შეიკისა და ტომ ბრედის რომანი დადასტურდა. მედიის ცნობით, წყვილი რომანტიკულ მოგზაურობაში მაროკოში გაემგზავრა.
ახლა კი მათ შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ინსაიდერების განცხადებით, ირინამ და ტომმა ნიუ-იორკში მდებარე სუში ბარში ივახშმეს.
„ბრედი ბარში პირველი მივიდა, რამდენიმე წუთში კი მას შეიკი შეუერთდა. თვითმხილველებმა ისინი რესტორანში ხელჩაკიდებულნი დაინახეს. წყვილი ცალკე ოთახში შევიდა და სუშის მრავალფეროვანი მენიუ დააგემოვნა. ისინი ისე იქცეოდნენ, თითქოს სამყაროში მათ გარდა არავის იყო“, – უამბო გამოცემას ინსაიდერმა.
ჟიზელ ბიუდჰენის პირველი რეაქცია ექს-მეუღლისა და ირინა შეიკის ახლად აღმოცენებულ რომანზე