LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისტორია გრძელდება… სექსი დიდ ქალაქში“ ბრუნდება – სარა ჯესიკა პარკერმა და HBO-მ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს

362
page

გასულ თვეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ საკულტო სერიალი „სექსი დიდ ქალაქში“ ეკრანებს უბრუნდება. ახლახანს კი 55 წლის მსახიობმა სარა ჯესია პარკერმა და HBO-მ ყველასთვის  სასიხარულო სიახლე ოფიციალურად დაადასტურეს. მსახიობმა ინსტაგრამზე HBO-ს ვიდეო გაავრცელა, სადაც ნიუ-იორკის კადრები ჩანს, პარალელურად კი ეკრანზე წინადადება იწერება – „ისტორია გრძელდება…“

 

View this post on Instagram

 

A post shared by SJP (@sarahjessicaparker)

აღსანიშნავია, რომ  ყველასათვის საყვარელი სერიალის გმირები არასრული შემადგენლობით იქნებიან წარმოდგენილნი. ფილმს კიმ კეტროლი გამოაკლდება. ის სერიალში მონაწილეობას აღარასდროს აპირებს, ამის მიზეზი კი  სარა ჯესიკა პარკერთან უთანხმოებაა. როგორც ჩანს,  გოგონებს სერიოზული კონფლიქტი მოუვიდათ. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს სარა ჯესიკა პარკერმა ამის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სერიალი მათთვის ცხოვრებასავით იყო და ის ფაქტი, რომ კიმმა მათთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, მისთვის ძალიან სამწუაროა.

შეგახსენებთ, პირველი სეზონი 1998 წელს გამოვიდა, უკანასკნელი სერია კი 2010 წელს ვიხილეთ. ახალი სეზონის გადაღებები გაზაფხულზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები