LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეფ ბეზოსის კომპანია კოსმოსში ბილეთს ონლაინ-აუქციონზე გაათამაშებს

69
page

და აი მოახლოვდა ის მომავალი, რომელიც ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ფილმებიდან იყო ცნობილი. ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდით, თუ კოსმოსური ტურიზმისთვის თვალის დევნებას შევძლებდით. მეტიც, გასულ თვეს, მარსზე პირველი სახლი გაიყიდა.

მარსზე პირველი სახლი გაიყიდა – ფასი  500 000 დოლარია

სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ „ამაზონის“ დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin კოსმოსური ტურისტებისთვის სუბორბიტალურ ფრენას 20 ივნისს განახორციელებს. ფრენის დროს ხომალდი დედამიწიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდება.

ცნობისთვის, ხომალდზე, სახელად  New Shepard ადგილი 6 ტურისტისთვის არის განკუთვნილი. მოგზაურობის ერთ-ერთი ბილეთი კი 5-კვირიან ონლაინ-აუქციონზე გათამაშდება. გამარჯვებული  12 ივნისს გამოვლინება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები