როგორც ცნობილია, გუშინ ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ახალი დეტალებიც გამოიკვეთა. ემბერის ადვოკატის ცნობით, დეპმა მეუღლეს გატეხილი ლიქიორის ბოთლი ჩაარტყა და მოკვლით დაემუქრა.
ცოტა ხნის წინ კი ახალი ფოტოები გავრცელდა. ინტერნეტსივრცე ჯონი დეპის ფოტომ დაიპყრო, ამ დროს მას ყოფილ მეუღლეზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
„დეპმა ტანსაცმელი შემომახია, ბართან შემბოჭა და ჩემზე იძალადა“, – იმეორებს ჰარდის ადვოკატი ემბერის სიტყვებს. ამ ფრაზას ჯონი ღიმილიანი სახით უსმენდა. რა თქმა უნდა, ლეგენდარული მსახიობი მსგავს ქმედებას უარყოფს და ამას აბსურდულ ცილისწამებას უწოდებს.
„მე ჯონი მუდამ მიყვარდა“ – ემბერ ჰარდმა სასამართლოს განახლებამდე განცხადება გაავრცელა