LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელვინ ჰარისის ვარსკვლავური პერფორმანსი Brit Awards-ზე (ვიდეო)

145
brits-calvin-harris-performance

ლონდონში, The O2 Arena-ზე, 39-ე Brit Awards გაიმართა. საღამო, რომელიც სავსე იყო უამრავი შთამბეჭდავი წარმოდგენით, მედიის ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა. დღეს თითქმის ყველა წამყვანი გამოცემა, სწორედ ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაციის მუსიკალური ჯილდოს შესახებ წერდა.

2019 Brit Awards: წითელი ხალიჩა (ფოტო)

პინკი, ჯორჯ ეზრა, ჯორჯა სმიტი, ჯეს გლენი, H.E.R., Little MixThe 1975 – ეს ის შემსრულებელებლები და ბენდები არიან, რომელთაც თავი ეფექტური სანახაობით დაგვამახსოვრეს, თუმცა ღონისძიების განსაკუთრებულად გამორჩეულ შოუდ, კელვინ ჰარისის პერფორმანსი იქცა.

35 წლის შოტლანდიელი დიჯეი, რომელიც დაჯილდოებაზე ,,წლის ბრიტანელ პროდიუსერად” დასახელდა, მაყურებლის წინაშე დუეტებით Rag’n’Bone Man-თან, სემ სმიტთან და დუა ლიპასთან ერთად წარდგა.

აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელთან კოლაბორაცია ,,წლის ბრიტანულ სინგლად” ცნეს.

2019 Brit Awards: გამარჯვებულთა სრული სია (ფოტო)

შეგახსენებთ, რომ სიმღერები: GiantPromises და One Kiss კელვინ ჰარისის მომავალ, მეექვსე სტუდიურ ალბომში შედის, რომლის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები