მსოფლიო აგრძელებს უკრაინის მასშტაბურ მხარდაჭერას. ცნობილი ადამიანები სოციალურ ქსელში აქტიურობენ და საკუთარ პოზიციას ღიად აფიქსირებენ.
მათ რიცხვს რეალითი შოუს ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანიც შეუერთდა, მან „ინსტაგრამ სთორიში“ ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტო გაავრცელა და გამომწერებს უკრაინაში მიმდინარე ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ამერიკამ ევაკუაცია შესთავაზა, მან კი უარი თქვა“, – ციტირებს უკრაინის პრეზიდენტით აღფრთოვანებული კარდაშიანი.