ლეონარდო დიკაპრიოს ახალი გულის სწორი ჰყავს. 48 წლის მსახიობი სანტა-ბარბარას ქუჩებში 25 წლის მოდელთან, ვიტორია ჩერეტისთან გადაიღეს. ახლად გამომცხვარ წყვილს ყოველდღიური ტანისამოსი, თეთრი მაისური და შორტები ეცვა. აღსანიშნავია, რომ პაპარაცებმა ისინი ერთად პირველად დააფიქსირეს.
მანამდე მედია აქტიურად წერდა ლეოსა და 28 წლის ნილამ გილის რომანზე. წყვილი ერთად არაერთხელ გადაიღეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიკაპრიომ გოგონას დედაც გაიცნო, თუმცა, როგორც ჩანს, ის ახლა მორიგი მოდელით არის გატაცებული.
„დედიკოს ბიჭი“ – 48 წლის ლეონარდი დიკაპრიო იახტაზე დედასთან და შეყვარებულთან ერთად ნებივრობს
ლეონარდო დიკაპრიო და ჯიჯი ჰადიდი კვლავ ერთად გადაიღეს