LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

LG ინოვაციურ პირბადეზე მუშაობს, რომელიც ვირუსისგან 100%–ით დაგიცავთ

350
LG-facemask-1-828x435

კომპანია LG მუშაობს ინოვაციურ მოწყობილობაზე, რომელსაც ჰაერის გაფილტვრა შეუძლია და მისი ტარება ნიღაბივით იქნება შესაძლებელი.

გლობალური პანდემიის ფონზე პირბადე თუ სოციალური დისტანცია კვლავ ძალიან აქტუალური რჩება. ექსპერტთა შეფასებით ჩვეულებრივი ნიღბებისგან განსხვავებით სიახლე ვირუსის გავრცელებას ხელს თითქმის 100%–ით შეუშლის.

მოწყობილობა ჰაერს ორი ფილტრის დახმარებით გაასუფთავებს. გარდა ამისა, ის ბევრად უფრო კოფმორტული იქნება და მომხმარებელს სუნთქვას გაუმარტივებს.

როგორ მუშაობს ნიღაბი?

ნიღაბს ექნება რესპირატორული სენსორი, რომელიც ჰაერს დაარეგულირებს და სუნთქვას ძალიან სასიამოვნოს გახდის. მისი ფილტრები ენერგიას ელემენტისგან მიიღებენ. ელემენტის დამუხტვა კი ჩვეულებრივი დენცქვიტას დახმარებით იქნება შესაძლებელი.

ნიღაბი არც დიდი გექნებათ და არც პატარა, მისი დიზაინი ისეა შექმნილი, რომ ნებისმიერი სახის ფორმას ორგანულად მოერგება.

ნიღბის ტარება რამდენიმე საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, რამეთუ მისი ელემენტი დაუმუხტავად 8 საათი იმუშავებს.

LG–ის ინფორმაციით, ახალი პროდუქტი ბაზარზე წლის ბოლოსთვის გამოვა და მისი ღირებულება მოგვიანებით დაზუსტდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები