მედია ლიამ პეინისა და ნაომი კემპბელის რომანზე მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც პაპარაცებმა 25 წლის შემსრულებელი და 48 წლის მოდელი ლონდონში, ნიგერიელი მომღერლის, დავიდოს კონცერტზე გადაიღეს.

გაირკვა, რომ ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობა რამდენიმე თვეს ითვლის, თუმცა, ჯერჯერობით ისინი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

საქმე ისაა, რომ ქსელში ჯგუფ One Direction-ის ექს-წევრისა და ,,შავი პანტერას” ახალი ფოტო გავრცელდა, რომელზეც ისინი ვახშმისას არიან აღბეჭდილი. საინტერესოა, რომ ფოტო ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში, განაშია გადაღებული.

როგორც ჩანს, ინგლისელი ვარსკვლავები აფრიკას ერთად სტუმრობდნენ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მაშინ ეს ფაქტი დასავლური პრესის ყურადღების მიღმა დარჩა.

ვიდეო, რომელიც ჟურნალისტებმა ნაომის ,,ინსტაგრამზე” ახლახან აღმოაჩინეს, 2 იანვრით თარიღდება.

 

View this post on Instagram

 

@liampayne @wizkidayo @ekuedewor #GUCCISNAKE NYD #Ghana #africa #NAOMIAFRICA ??♥ ?by @naomi

A post shared by Naomi Campbell (@naomi) on

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05