40 წლის ლივ ტაილერისა და მისი პარტნიორის, ფეხბურთის აგენტ დეივ გარდნერის რომანი 2014 წელს დაიწყო. მას შემდეგ მათ ორი შვილი შეეძინათ. ამჟამად კი ცნობილი ხდება, რომ წყვილი საიდუმლოდ დაქორწინდა. ამის შესახებ წყვილის საერთო მეგობრის „ინსტაგრამიდან“ გახდა ცნობილი, სადაც ლივს ის მეგობრის ცოლს უწოდებს.
აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული. ორივეს ჰყავს უფროსი შვილი პირველი ქორწინებიდან.