მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა -ჯონსი ამჯერად ლონდონში ახალი ფილმის „ადამიანი-ჭიანჭველა და ბზიკი: კვანტომანიას“ პრემიერას დაესწრნენ. 78 წლის დუგლასი და 53 წლის ზეტა-ჯონსი წითელ ხალიჩაზე ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ. მაიკლ დუგლასი მთელი საღამოს მანძილზე თვალს ვერ აცილებდა მეუღლეს, რომელიც მართლაც საოცრად გამოიყურებოდა.
კეტრინ ზეტა-ჯონსი ბრწყინავდა „კრისტინა ოტავიანოს“ ცისფერ საღამოს კაბაში, რომელიც ულამაზესი შლეიფით იყო გაფორმებული. „ადამიანი-ჭიანჭველა და ბზიკი: კვანტომანია“ გახლავთ „მარველის“ კომიქსებზე დაფუძნებული 2015 და 2018 წლების ფილმების სიქველი.
78 წლის მაიკლ დუგლასი, ახალი იმიჯით, გრძელი წითური თმით გამოჩნდა
53 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი წითელ ხალიჩაზე ბრწყინავს – ფოტოები „ადამსების ოჯახის“ პრემიერიდან