მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს წითელ პლანეტაზე ჯერ ფეხი არ დაუდგამს, გრაფიკულმა დიზაინერმა კირსტენ კიმმა მარსზე მდებარე ვირტუალური სახლის გაყიდვა უკვე მოასწრო. კიმის თქმით, მან პანდემიის პერიოდში სახლის დიზაინზე მუშაობა სტრესისაგან გასათავისუფლებლად გადაწყვიტა.

კიმის მიერ შექმნილ სახლს, რომელიც უცნობმა მყიდველმა  514,557.79 დოლარად შეიძინა, მთლიანად შუშის კედლები აქვს. ის უზარმაზარ აუზზეა განლაგებული. სახლში მოწყობილია როგორც სასადილო და სასტუმრო, ასევე საძინებელი სივრცეც. შესანიშნავი ხედებიდან, რომლებიც სახლიდან იშლება ცხადი ხდება, რომ ის მარსის მთიან რეგიონში უნდა მდებარეობდეს. ამის წყალობით, სახლის ბინადრებისათვის წითელი პლანეტის ლანდშაფტით სრულად დატკბობაა შესაძლებელი.

დიზაინერი ამაყად აცხადებს, რომ „მარსი ჩვენი მომავალია“. მან ვირტუალური სახლის გრაფიკული გამოსახულება 3D ფორმატში უკვე გადაუგზავნა მყიდველს.

 

 

 

მსგავსი თემები