ახლახან, ინტერნეტსივრცე პამელა ანდერსონის უახლესმა ფოტოებმა მოიცვა. ის თეთრ კაბაში პოზირებს, ხელში თეთრი ვარდების თაიგული უჭირავს და გასაოცრად გამოიყურება.
„მეექვსედ თხოვდება?“, „ის არ ჩერდება“, „თხოვდება და რეკორდზე მიდის“, „ლამაზია როგორც არასდროს“, – წერენ კომენტარებში.
თუმცა არა, „მაშველების“ ვარსკვლავის გულშემატკივრებს იმედს გავუცრუებთ და ვეტყვით, რომ გასულ წელს, მე-5 განქორწინების შემდეგ პამელა მარტოა და საკუთარ თავს მხოლოდ და მხოლოდ კარიერას უძღვნის. აღნიშნული ფოტოები მაშინ გადაიღეს, როდესაც ის „ბროდვეის“ თეატრიდან, მორიგი მასშტაბური სპექტაკლის შემდეგ გამოდიოდა.
შეგახსენებთ, 90-იანების სექს-სიმბოლო თეატრში აგრძელებს საქმიანობას. რამდენიმე თვის წინ ვარსკვლავის თეატრალური დებიუტი შედგა.
სექს-სიმბოლოს აღზევება – 54 წლის პამელა ანდერსონი მე-5 განქორწინების შემდეგ კიდევ უფრო გაიპრანჭა
ფოტო: 13 თვიანი ქორწინების შემდეგ, 54 წლის პამელა ანდერსონი მე-5 ქმარსაც დაშორდა