მეგან ფოქსი და კოლსონ ბეიკერი, 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაინიშნნენ. ამის შესახებ 35 წლის მეგანმა 11 მილიონ „ინსტაგრამ“ გამომწერებს ემოციური ვიდეოთი აუწყა. 31 წლის მუსიკოსი მუხლებზე დგას და გულისწორს უზარმაზარი ალმასის ბეჭედს უკეთებს, პასუხიც არ აყოვნებს, ლამაზმანი მეგანი მზადაა მას ცოლად გაჰყვეს.
მოგვიანებით კოლსონმა საკუთარ „ინსტაგრამზეც“ განათავსა ვიდეო, რომელშიც მეგანის ნიშნობის ბეჭედი ჩანს.
მეგანმა ვიდეოს ემოციური და ცოტა უცნაური სიტყვები დაურთო:
„ჩვენ ვერ ვგრძნობთ ტკივილს, როდესაც ერთად ვართ… და მე ვთქვი კი, შემდეგ კი ერთმანეთის სისხლი დავლიეთ“, – წერს ფოქსი.
მეგან ფოქსის და კოლსონ ბეიკერის ცხელი ფოტოსესია ბრიტანული GQ-სთვის
კოლსონ ბეიკერს კონცერტის დროს სცენაზე მეგან ფოქსი შეუერთდა