რამდენიმე დღის წინ 50 წლის ტოპ-მოდელმა, ნაომი კემპბელმა საზოგადოება მოულოდნელი სიახლით გააოცა. ვარსკვლავი დედა პირველად გახდა. ამბობენ, რომ შვილის ყოლა კემპბელმა თვითიზოლაციის პერიოდში გადაწყვიტა. ინსაიდერების განცხადებით, მოდელს კვერცხუჯრედები ჰქონდა გაყინული და სუროგატი დედის მომსახურეობით ისარგებლა. ბევრი არაფერია ცნობილი მისი ქალიშვილის მამის შესახებ. ინტერნეტსივრცეში აღნიშნულ თემას აქტიურად განიხილავენ.
ფოტო: ვინ არის ნაომი კემპბელის შვილის მამა? – ინტერნეტსივრცეში შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ
ნაომი კემპბელის შვილი სავარაუდოდ სუროგატი დედის დახმარებით გაჩნდა – დასავლური მედია
სულ ცოტა ხნის წინ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ნაომის მეგობრებმა განაცხადეს, რომ მოდელი ნიუ-იორკში, შეყვარებულთან ერთად ცხოვრობს, რომლის ვინაობის გამხელასაც ის მაქსიმალურად ერიდება. სწორედ მასთან ერთად გაზრდის მოდელი ქალიშვილს. თუმცა არის თუ არა ის მისი შვილის ბიოლოგიური მამა, ჯერჯერობით უცნობია.
„ბოლო ერთ წლის განმავლობაში ნაომი საოცრადაა შეცვლილი, მას ახლა გასაოცარი პერიოდი აქვს, ის თავის შეყვარებულთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს, მას დედობის დრო დაუდგა და ის ბედნიერებისგან მეცხრე ცაზეა“, – აცხადებს ინსაიდერი.
„ის არის მამა?“, „რატომ მალავს მის ვინაობას ასე საგულდაგულოდ“, „მისი ვინაობა ალბათ ყველას გაგვაოცებს“, – წერენ კომენტარებში.