LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოდელი არასდროს ვიქნები“ – სელენა გომესმა წონასთან დაკავშირებულ კრიტიკას უპასუხა

267
Untitled.pngdsg

ბოლო პერიოდში, სელენა გომესს მომატებული კილოგრამების გამო აკრიტიკებენ. კრიტიკას ვარსკვლავმა სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა და ვიდეო გაავრცელა.

„არის დღეები, როცა საშინლად ვგრძნობ თავს. მინდა ჯანმრთელი ვიყო და ჩემს თავზე ვიზრუნო. ჩემი წამლები ჩემთვის მნიშვნელოვანია და მჯერა, რომ მეხმარება. რაც წონას შეეხება, მე არ ვარ მოდელი და არც ვიქნები. მე ნამდვილად არ ვარ ერთ-ერთი მათგანი“ , – ამბობს გომესი.

როგორც ცნობილია, სელენას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სელენა გომესს რამდენიმე წლის წინ თირკმელების ქრონიკული დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც 2017 წელს თირკმლის გადანერგვა დასჭირდა. სელენა გამუდმებით იღებს მედიკამენტებს.

„წამლების გამო, რომლებსაც ვიღებ, შვილს ვერასდროს გავაჩენ“, – განაცხადა ცოტა ხნის წინ გომესმა  Rolling Stone-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

„ბრუკლინი სელენაზე შეყვარებული იყო“ – ბრუკლინ ბექჰემი, ნიკოლა პელტცი და სელენა გომესი ნიუ-იორკში სეირნობის დროს გადაიღეს

„ახალი ვარსკვლავური წყვილი“ – სელენა გომესმა ბოლოს და ბოლოს სიყვარული იპოვა

„შვილის გაჩენას ვერასდროს შევძლებ“ – სელენა გომესის ემოციური ინტერვიუ Rolling Stone-სთვის და საოცარი ფოტოსესია

 

View this post on Instagram

 

A post shared by Selena Gomez (@selenagomez)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები