LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვილის გაჩენას ვერასდროს შევძლებ“ – სელენა გომესის ემოციური ინტერვიუ Rolling Stone-სთვის და საოცარი ფოტოსესია

1145
page

სელენა გომესმა გამოცემა  Rolling Stone-ის პირველად დაამშვენა და გამოცემას გულახდილი ინტერვიუც მისცა, სადაც არაერთი სკანდალური განცხადება გაავრცელა. 30 წლის გომესი ამბობს, რომ ბიპოლარული აშლილობისთვის ისეთ პრეპარატებს იღებს, რომლებიც მის რეპროდუქციულ სისტემას აზიანებს და ის შვილის გაჩენას ვეღარ შეძლებს. ინტერვიუში მან სუიციდის მცდელობების შესახებაც ისაუბრა.

„მე შინაგანი ბრძოლები გადავიტანე იმისთვის, რათა საკუთარ თავთან მეღიარებინა, რომ მე ბიპოლარული აშლილობა მქონდა. წლების წინ სუიციდის შესახებ ვფიქრობდი. მეგონა, რომ სამყარო ჩემ გარეშე ბევრად უკეთესი იქნებოდა. წამლების გამო, რომლებსაც ვიღებ, შვილს ვერასდროს გავაჩენ“, – აცხადებს გომესი.

აღსანიშნავია, რომ მსახიობი და მუსიკოსი მალე Apple TV+ზე დოკუმენტურ ფილმს „ჩემი ცნობიერი და მე“ გამოუშვებს.

„მე ვარ ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ სწავლობს“ – სელენა გომესის პომპეზური იუბილე

„რთულია, როდესაც სერიოზულად არ აღგიქვამენ” – სელენა გომესი მუსიკალურ კარიერას ასრულებს

„მე ამით ვამაყობ“ – სელენა გომესი ნაიარევს აღარ მალავს

ცნობისთვის, სელენა გომესმა, რამდენიმე წლის წინ  „მგლურას“ გამო, სერიოზული ოპერაცია გადაიტანა, მას თირკმელი გადაუნერგეს. ამის შემდეგ კი ვარსკვლავს ბიპოლარული აშლილობა დაუდგინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები