ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, 28 წლის სელენა გომესი გამოცემა „ვოგის” აპრილის ნომრის გარეკანზე მოხვდა. ვრცელ ინტერვიუში ვარსკვლავმა მუსიკალური კარიერის დასრულებაზე ისაუბრა. არტისტის აზრით, მისმა შემოქმედებამ საზოგადოების პატივისცემა ვერ დაიმსახურა.
„რთულია, იპოვო მოტივაცია, როდესაც სერიოზულად არ აღგიქვამენ, ხშირად მიფიქრია, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? რატომ ვაგრძელებ ამ საქმეს? რა თქმა უნდა არიან ადამიანები, ვისაც ჩემი მუსიკალური შემოქმედება მოსწონს. მინდა კიდევ ერთი შანსი მივცე საკუთარ თავს და ახალი ალბომი გამოვუშვა, რის შემდეგაც გადავწყვეტ, დავასრულებ თუ არა ჩემს მუსიკალურ კარიერას“, – აცხადებს გომესი.
შეგახსენებთ, 2022 წელს, ცნობილი მთამსვლელი ქალბატონის, სილვია ვასკეს-ლავადოს ცხოვრების შესახებ ფილმი, „მთების ჩრდილქვეშ“ (In the Shadow of the Mountain) გამოვა. ფილმში მთავარ როლს სწორედ სელენა გომესი შეასრულებს.