მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი ერთმანეთს გასულ წელს დაშორდნენ. თუმცა, მაილი ყოფილ მეუღლეს საკმაოდ ხშირად იხსენებს. ამჯერად 28 წლის მომღერალი ჰოვარდ სტერნის შოუში იმყოფებოდა, სადაც 30 წლის ლიამთან ქორწინების პერიოდი გაიხსენა.
„ჩვენ ძალიან ბევრი კონფლიქტი გვქონდა, მე კი როდესაც სახლში ვბრუნდები, მსურს ვინმესგან მხარდაჭერა ვიგრძნო. მინდა ვთქვა, რომ მე ლიამი ძალიან მიყვარს და მუდამ მეყვარება“, – განაცხადა საირუსმა.
ცნობისთვის, მაილი შეყვარებულს, ავტსრალიელ მომღერალს კოდი სიმპსონს რამდენმე თვის წინ დაშორდა. რაც შეეხება ლიამს, ის ახალგაზრდა მოდელს, გაბრიელა ბრუკს ხვდება.
მაილისა და ლიამის განქორწინების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ტაბლოიდების ცნობით, გაყრის მიზეზი მაილი საირუსის ღალატი და ალკოჰოლზე დამოკიდებულება იყო.