LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალი პორტმანი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად სიდნეის სანაპიროზე დააფიქსირეს – პაპარაცული ფოტოები

379
37843314-0-image-a-50-1610323936465

ავსტრალიაში „მარველის“ „თორის“ სიქველის გადაღებები მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ნატალი პორტმანი თამაშობს. მანამ, სანამ გადაღებების პროცესი კორონავირუსის პანდემიის გამო დროებით შეჩერებულია, 39 წლის მსახიობი დროს ოჯახს უთმობს. უქმეებზე ვარსკვლავი სიდნეის სანაპიროზე, 3 წლის ქალშვითან და მეუღლესთან, ბენჯამინ მილპედთან  ერთად დააფიქსირეს. ოჯახი საკმაოდ აქტიურად ატარებდა დროს. ნატალის იისფერი ზედა და ჯინსის შორტი ეცვა.

შეგახსენებთ, წყვილმა შეხვედრა ფილმის „შავი გედის“ გადაღებების შემდეგ დაიწყო, 2010 წელს მათ ნიშნობის შესახებ გაანცხადეს, ხოლო 2012 წელს ქორწილი გადაიხადეს. ისინი 2 შვილს ზრდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები